თავში

გოფოძე: ერთი პაციენტი მართვით სუნთქვაზეა

გოფოძე: ერთი პაციენტი მართვით სუნთქვაზეა
გოფოძე: ერთი პაციენტი მართვით სუნთქვაზეა

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებული კოვიდნიფირებულთაგან ერთი ადამიანი, მართვით სუნთქვაზეა.

ლევან გოფოძის თქმით, კლინიკაში მოთავსებულია ორი საყურადღებო პაციენტიც.

"რაც შეეხება ერთ მძიმე პაციენტს, რომელიც მართვით სუნთქვაზეა, შედარებით სტაბილურად არის, თუმცა კვლავ კრიტიკულ მდგომაროებაშია. გვყავს ასევე ორი საყურადღებო პაციენტი, რომლებსაც პერიოდულად სჭირდებათ ჟანგბადის მიწოდება, მათ პნევმონია აქვთ დადასტურებული,"- განაცხადა გოფოძემ.

შეგახსენებთ რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს კიდევ 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 13 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ ერთი ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system