თავში

გოფოძე: კოვიდინფიცირებული პაციენტების რიცხვი მატულობს

გოფოძე: კოვიდინფიცირებული პაციენტების რიცხვი მატულობს
გოფოძე: კოვიდინფიცირებული პაციენტების რიცხვი მატულობს

რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 69 პაციენტი იმყოფება, მათგან 29 პაციენტი კოვიდინფიცირებულია, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ კლინიკაში შეყვანილი პაციენტებიდან რვას კოვიდინფექცია დაუდასტურდა.

„დღეს ორი პაციენტი დაგვემატა ჩვენ. თუმცა გუშინ შემოყვანილი პაციენტებიდან, ვისაც ტესტირება ჩაუტარდა, კიდევ რვა პაციენტს დაუდასტურდა კოვიდინფექცია და თანდათანობით მატულობს პაციენტების რიცხვი ჩვენთან. დღეისთვის 29 ინფიცირებული პაციენტი გვყავს, საბედნიეროდ, არც ერთი მათგანი არ არის კრიტიკულად მძიმე, რამდენიმე პაციენტს აღენიშნება მძიმე პნევმონია, მართვით სუნთქვას ჯერ არ საჭიროებენ. მიმდინარეობს მკურნალობა დანიშნულების მიხედვით. შეიძლება ჩაითვალოს, რომ დანარჩენები არ არიან მძიმე პაციენტები, თუმცა ინტენსიურ თერაპიაზე და ინტენსიურ მეთვალყურეობას საჭიროებენ", - განაცხადა ლევან გოფოძემ.

მისივე თქმით, დანარჩენი პაციენტები კვლევის ფაზაში არიან.

,,კლინიკაში არიან პაციენტები, რომლებსაც კორონავირუსი არ დაუდასტურდათ, ნეგატიური ტესტი აქვთ და ამ ტესტების საფუძველზე, ნაწილი საკარანტინო ზონაში გადავა, ნაწილი წავა სხვა კლინიკაში, რათა იქ განაგრძონ მკურნალობა", - განაცხადა გოფოძემ. 

გარდა ამისა, გოფოძის ინფორმაციით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს ტესტირება 21 პაციენტს ჩაუტარდება.

 შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის საქართველოში 370 კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა. მათგან 79 გამოჯანმრთელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system