თავში

გოგო, რომელსაც ოჯახი ეძებდა, სავარაუდოდ, გათხოვდა

გოგო, რომელსაც ოჯახი ეძებდა, სავარაუდოდ, გათხოვდა
გოგო, რომელსაც ოჯახი ეძებდა, სავარაუდოდ, გათხოვდა

გოგო, რომელსაც საგარეჯოში ოჯახი ეძებდა, სავარაუდოდ, გათხოვდა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მცხოვრები 18 წლის ნარმის ისაიევა, სახლიდან გუშინ გავიდა და უკან არ დაბრუნებულა.

გაუჩინარებამდე გოგომ მოკლე ტექსტური შეტყობინება დეიდას გაუგზავნა, რომლითაც ირკვევა, რომ ნარმინ ისაიევას დანიშნულ ბიჭზე გათხოვება არ სურდა და სასიყვარულო უერთიერთობა სხვასთან აკავშირებდა.

ოჯახის წევრების თქმით, გოგო გასული წლის ნოემბერში მეზობელ სოფელში მცხოვრებ ბიჭზე დაინიშნა და საკუთარი ნებით აპირებდა გათხოვებას.

ახლობლები ფიქრობენ, რომ ახალგაზრდა გოგო საკუთარი ნებით არ გათხოვილა და ის გაიტაცეს.

როგორ შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system