თავში

გოგი წულაიას ოპერაცია დასრულდა

გოგი წულაიას ოპერაცია დასრულდა
გოგი წულაიას ოპერაცია დასრულდა

პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაიას ოპერაცია ჩაუტარდა, - ამის შესახებ Facebook-ზე მისი ოფიციალური გვერდის ადმინისტრაცია წერს.

 როგორც ოფიციალური გვერდი იუწყება, ოპერაცია წარმატებით და ზედმეტი გართულების გარეშე დასრულდა.

"მოგესალმებით , გოგი წულაიას ოფიციალური გვერდის ადმინისტრაცია. თქვენთვის გვაქვს ძალიან პოზიტიური და სასიხარულო ინფორმაცია , ბატონი გოგის ოპერაცია წარმატებით ზედმეტი გართულების გარეშე დასრულდა. მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 16 სექტემბერს გოგი წულაია გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

18 სექტემბერს, შედგა ექიმთა კონსილიუმი და გადაწყდა, რომ ამ ეტაპზე პაციენტს ოპერაცია არ ჩაუტარდება.

21 სექტემბერს, გოგი წულაია ქუთაისის კლინიკა-ლჯ-დან გაწერეს.

23 სექტემბერს ოპერაცია დაიგეგმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system