თავში

გოგლა ჟვანიას ინფორმაციით, ბუსა ჟვანიაც დაჭრილია

გოგლა ჟვანიას ინფორმაციით, ბუსა ჟვანიაც დაჭრილია
გოგლა ჟვანიას ინფორმაციით, ბუსა ჟვანიაც დაჭრილია

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ძმა ადასტურებს, რომ მისი ძმისშვილი დაჭრილია და კლინიკაში იმყოფება. 

მისივე ინფორმაციით, ბუსა ჟვანია მსუბუქადაა დაჭრილი. გოგლა ჟვანია სისხლიანი დაპირისპირების დეტალებზე არ საუბრობს.

ცნობისთვის, ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის ფაქტზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია დააკავეს. 

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system