თავში

გოგა ჩანადირი თბილისის მერიას ინიციატივით მიმართავს

გოგა ჩანადირი თბილისის მერიას ინიციატივით მიმართავს
გოგა ჩანადირი თბილისის მერიას ინიციატივით მიმართავს

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც, ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებს ეხმაურება. 

ჩანადირი თბილისის მერიას ინიციატივით მიმართავს.

,,დღეს, როცა კოვიდშეზღუდვების გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა სრულიად შეიზღუდა, ტაქსი გადაადგილების უმთავრესი საშუალება გახდა.

იმ დროს, როცა უამრავი ადამიანი უსამსახუროდ დარჩა, იქნებ თბილისის მერიამ დროებით ორთვიანი შეღავათები მისცეს ტაქსაობის მოსურნეებს.

ამით სამ კურდღელს დავიჭერთ - დროებით უმუშევრები დასაქმდებიან, ხალხის გადაადგილების პრობლემაც მკვეთრად შემსუბუქდება და ტაქსის გაძვირებული ფასიც დაიწევდა.

შეღავათები გულისხმობს თეთრი ფერით გადაღებვაზე უარის თქმას, ლიცენზიის სწრაფად გადაცემასა და ასე შემდეგ.

თბილისის მერია / Tbilisi City Hall", - წერს ჩანადირი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვები გამკაცრდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system