თავში

გომელაური: ჩვენ ვზრუნავთ თანამშრომლებზე და ვცდილობთ შევუმსუბუქოთ მძიმე სამუშაო

გომელაური: ჩვენ ვზრუნავთ თანამშრომლებზე და ვცდილობთ შევუმსუბუქოთ მძიმე სამუშაო
გომელაური: ჩვენ ვზრუნავთ თანამშრომლებზე და ვცდილობთ შევუმსუბუქოთ მძიმე სამუშაო

წალენჯიხაში, პოლიციის ახალი შენობის გახსნის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა სამინისტროს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და რეგიონებში პოლიციის ახალი შენობების მშენებლობაზე ისაუბრა. 

მინისტრის განცხადებით, როგორც წალენჯიხაში ისე რეგიონების სხვა ქალაქებშიც პოლიციის შენობების მშენებლობა გაგრძელდება.

,,სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ, წალენჯიხაში, პოლიციის მაღალი დონის ახალი შენობა გავხსენით. ჩვენ ვზრუნავთ თანამშრომლებზე და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ, შევუმსუბუქოთ მძიმე სამუშაო, რათა კომფორტი ჰქონდეთ სამუშაო ადგილზე. ეს აუცილებლად გაგრძელდება სხვა ქალაქებშიც. უკვე რამდენიმე შენობა აშენდა, არა ერთი და ორი. აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არა მხოლოდ რეგიონის ცენტრალურ ქალაქებში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით, მაგალითად, იგივე, როგორც წალენჯიხაა სამეგრელოსთვის, ყველა ასეთ ქალაქში აშენდეს პოლიციის ახალი შენობები ", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

წალენჯიხაში მდებარე პოლიციის შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და მოეწყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system