თავში

გომელაური: 112-ში ოპერატორების რაოდენობა გასამმაგებულია

გომელაური: 112-ში ოპერატორების რაოდენობა გასამმაგებულია
გომელაური: 112-ში ოპერატორების რაოდენობა გასამმაგებულია

112-ში დღეს ოპერატორების რაოდენობა გასამმაგებულია, რაც იყო ჩვეულებრივ რეჟიმში, 24 რეჟიმში მუშაობენ და უახლოეს ერთ კვირაში უფრო მეტი ოპერატორი მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს, - ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. 

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე უფრო მეტი მოქალაქე რეკავს 112-ში, შესაბამისად 112-ში ოპერატორების რაოდენობა გასამაგებულია და იგეგმება მათი რიცხვის გაზრდა. 

"დღეს გავეცანით, რა პრობლემებია 112-ის მიმართულებით. იცით, რომ ზარებზე მომლოდინე რეჟიმი გაიზარდა, სწრაფი ტესტების დაწყებიდან, ორი დღის წინ რაც დავიწყეთ სწრაფი ტესტები, უფრო მეტი მოქალაქე რეკავს და მოლოდინის რეჟიმი ავიდა 7 წუთზე, 5 წუთზე ან 6 წუთზე. არის შემთხვევები, როცა უფრო მეტია ოჯახის ექიმთან დაკავშირების ლოდინი. რაც შეეხება რას ვაკეთებთ, გვინდა, რომ უფრო გავამარტივოთ. ჩვენ გვაქვს ურთიერთობა, როგორც სასწრაფო-სამედიცინო მიმართულებით, ასევე ოჯახის ექიმის მიმართულებით. გვინდა, რომ დავამატოთ მეტი ოპერატორები. დღეს ოპერატორების ოდენობა დაახლებით გასამმაგებულია, რაც იყო ჩვეულებრივ რეჟიმში, გასამმაგებულ რეჟიმში მუშაობენ ოპერატორები. დღეს 300 ოპერატორი მუშაობს 24 საათის განმავლობაში თითქმის, 140-150 ოპერატორს კიდევ დავამატებთ უახლოეს ერთ კვირაში, მაქსიმუმ 10 დღეში, რა თქმა უნდა, ეს ზარები შემცირდება და უფრო მეტი ოპერატორი მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system