თავში

გომელაური: ოპონენტები ყოველთვის იტყვიან, რომ კრიმინალმა მოიმატა

გომელაური: ოპონენტები ყოველთვის იტყვიან, რომ კრიმინალმა მოიმატა
გომელაური:  ოპონენტები ყოველთვის იტყვიან, რომ კრიმინალმა მოიმატა

შინაგან საქმეთა მინისტრმა კიბერუსაფრთხოების ფორუმის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს ქვეყანაში კრიმინოგენული მდგომარეობის შესახებ უპასუხა. ვახტანგ გომალაურმა აღნიშნა, რომ არჩევნებია და ოპონენტები კრიმინალის მატების შესახებ ინტერპრეტირებენ, რადგან წარმოჩინდეს რომ ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა.

"კრიმინალზე ძალიან ბევრჯერ მაქვს კომენტარი გაკეთებული. სამწუხაროდ ხდება ინტერპრეტაციები ჩემი განცხადებების. ძალიან მარტივია, არსებობს ჩვენი ვებ-გვერდი სადაც არის ოფიციალური ციფრები, სადაც დევს არა მარტო ამ წლების,სხვა წინა წლების მონაცემებიც. როდესაც პოლიტიკოსები და ჟურნალისტები საუბრობენ, რომ კრიმინალმა მოიმატა და დაიქცა ქვეყანა, შევიდნენ და ნახონ ძველი ციფრები. ეს ციფრები ჩვენი მოგონილი არ არის და 2007-ში 2008-ში წელს ამ ციფრებს ჩვენ ვერ დავწერდით. ნახავთ თუ რამხელა სხვაობაა თუნდაც წინა წლებში, სულ კლებადი ვერ იქნება. ხანდახან იკლებს, ხან იმატებს. არ მიყვარს ხოლმე ძველის გახსენება ძველ მთავრობაში და ამ მთავრობაში, მაგრამ იძულებული ვარ ხაზი გავუსვა. 

ელემენტარულად, ციხეებში იჯდა 24 000 – 25 000 ადამიანი. დღეს ზის 9 000-მდე პატიმარიც არ არის. როცა ხდებოდა 300 ერთეული დანაშაული, დღეს ხდება 100 ერთეული. ანუ სამჯერ მეტი ხდებოდა მაშინ, როდესაც სამჯერ მეტი იჯდა ციხეში ადამიანი. კიდევ ვიმეორებ, არის საიტზე ციფრები, სადაც შეგიძლიათ ნახოთ, არ სჭირდება ამას იურიდიული განათლება და ეკონომიკური განათლება და ა.შ. იყო 300, დღეს არის 100, ვთქვათ, პირობითად ვიძახი ამ ციფრებს. მესმის, რომ არჩევნებია და ოპონენტები ყოველთვის იტყვიან, რომ კრიმინალმა მოიმატა, დაიქცა ქვეყანა და მით უმეტეს გაშუქებაც გააქტიურებულია, კრიმინალი ხდებოდა და ახლაც ხდება," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system