თავში

გომის სარკინიგზო გადასასვლელთან მოძრაობა 4 დღით იზღუდება

გომის სარკინიგზო გადასასვლელთან მოძრაობა 4 დღით იზღუდება
გომის სარკინიგზო გადასასვლელთან მოძრაობა 4 დღით იზღუდება

24 მაისის 08:00 საათიდან 27 მაისის 24:00 საათამდე სადგურ გომში სარკინიგზო გადასასვლელთან მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ "საქართველოს რკინიგზე" ამ პერიოდში გეგმავს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ0+300-ში, სადგურ გომში (კმ2395 პკ3-ში) მდებარე დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე რეზინოკორდული ფენილის ქვეშ არსებული კენტი და წყვილი ლიანდაგების შეკეთების და მოედნის მოწყობის სამუშაოებს, ასევე სარკინიგზო გადასასვლელის საავტომობილო გზის მისასვლელებთან ორივე მხარეს დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენის სამუშაოების წარმოებას.

აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად, საჭიროა სავალი ნაწილის დროებითი ჩაკეტვა და ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა დროებით გრუნტის გზაზე, რისთვისაც განთავსდება საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ტექნიკური საშუალებები.

საავტომობილო გზის მონაკვეთზე სამუშაოთა წარმოების და ჩაკეტვის ადგილებზე გამოყოფილი იქნება სს „საქართველოს რკინიგზის” სათანადოდ აღჭურვილი შესაბამისი თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაოების წარმოების პერიოდში საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system