თავში

გონიოში ავარიისას დაშავებული 12 წლის გოგოს მდგომარეობა მძიმეა

მდგომარეობა მძიმეა

ავარიის შედეგად დაშავებული 12 წლის გოგოს მდგომარეობა მძიმეა, - ამის შესახებ report.ge-ს ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში განუცხადეს. 

,,ბავშვი მოთავსებულია კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მიმდინარეობს მონიტორინგი და მკურნალობა. შესაბამისი კვლევები უტარდება. აღენიშნება თავის ტვინის ტრამვა და მდგომარეობა არის მძიმე, მაგრამ სტაბილური", - განაცხადა კლინიკის ხელმძღვანელმა თამარ ბახტაძემ. 

გონიოში მსუბუქი ავტომობილი მოზარდს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, 12 წლის გოგო, ახალსოფლის სკოლის მიმდებარედ ქუჩაზე გადადიოდა. თვითმხილველების თქმით, სწრაფად მოძრავმა ავტომობილმა დამუხრუჭება ვერ მოახერხა.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, აღნიშნულთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system