თავში

"გონზე მოდით, აზრზე არ ხართ რამდენი შეხვედრა, სადილი გაიმართა იმიჯის ასაწევად" - ფხაკაძე

"გონზე მოდით, აზრზე არ ხართ რამდენი შეხვედრა, სადილი გაიმართა იმიჯის ასაწევად" - ფხაკაძე
გონზე მოდით, აზრზე არ ხართ რამდენი შეხვედრა, სადილი გაიმართა იმიჯის ასაწევად - ფხაკაძე

ერაყში ომია, კლავენ ხალხს, თავს აჭრიან, მაგრამ იქ ჟურნალისტებისთვის არ გაუკეთებიათ ის, რაც აქ საქართველოში - ამის შესახებ საზოგადეობრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ სოციალური ქსელის ლაივჩართვაში განაცხადა. 

"გონზე მოდით. აზრზე არ ხართ რამდენი შეხვედრა, სადილი იყო იმისთვის, რომ საქართველოს იმიჯი აწეულიყო, არამარტო მე, ათასობით ქართველი აკეთებდა ამას და ერთმა დღემ ეს ყველაფერი ჩამოანგრია.

მელია ხომ დაიჭირეთ, კამერების მეშვეობით, გუშინ ვინც ეს ხალხი სცემა, ყველა უნდა იყოს ციხეში. რაც მე მაქვს ნალაპარაკევი, რომ საქართველო ძალიან მაგარია, უცხოელები გვიყვარს, ყველაფერი წყალში ჩაიყარა“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ ვიდეოჩართვაში.

ამასთან, გიორგი ფხაკაძემ სალომე ზურაბიშვილის მადლობა გადაუხადა მას შემდეგ, რაც მან მედიის დაშვებული წარმომადგენლები კლინიკაში მოინახულა

„ქალბატონო პრეზიდენტო, მადლობა !“, – დაწერა ფხაკაძემ 

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა ძალდობრივი ქმედებები დაგმო და თქვა, რომ ეს არ არის საქართველო, რომელსაც იცნობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system