თავში

გოფოძე: ერთი მძიმე პაციენტი გვყავს, მართვით სუნთქვაზეა

გოფოძე: ერთი მძიმე პაციენტი გვყავს, მართვით სუნთქვაზეა
გოფოძე: ერთი მძიმე პაციენტი გვყავს, მართვით სუნთქვაზეა

რესპუბლიკური საავადმყოფოს ბოლო ორი დღეა, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი არ მიუღია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა, ლევან გოფოძემ განუცხადა. 

მისივე თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში სულ 63 პაციენტი იმყოფება, აქედან 43 კოვიდინფიცრებულია. ინფიცირებულებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა. 

„ერთი მძიმე პაციენტი გვყავს, დისტრეს სინდრომით, ორმხრივი პნევმონიით, მართვით სუნთქვაზეა, ასაკოვანი პაციენტია. ბოლო ორი დღეა, სტაბილიზაციის ნიშნები იკვეთება, რაც გარკვეულ იმედებს გვიტოვებს, რომ შესაძლოა, დადებითი დინამიკა გაჩნდეს. გვყავს პნევმონიით რამდენიმე პაციენტი, რომელთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

მისივე თქმით, კლინიკაში 10-მდე პაციენტის კვლევის პასუხს ელოდებიან.

გარდა ამისა, დღეს საავადმყოფოდან ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერება, კიდევ ექვსი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system