დავით ბარლიანმა გორის ჰოსპიტალის დირექტორის თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ ინფორმაცია Report.ge-ს ჰოსპიტლის პრეს-სამსახურში დაუდასტურეს.
მათი ინფორმაციით, ბარლიანი თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა.
მასთან ერთად, თანამდებობა დირექტორის მოადგილემაც დატოვა.
ქირურგი გორის ჰოსპიტლის ადმინისტრაციულ თანამდებობებზე 2016 წლიდან გამოჩნდა. ის პარალელურად სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულების ქირურგიული განყოფილების გამგე იყო.