თავში

გორის პოლიციასთან "სირცხვილიას" წევრებმა აქცია გამართეს

გორის პოლიციასთან "სირცხვილიას" წევრებმა აქცია გამართეს
გორის პოლიციასთან სირცხვილიას წევრებმა აქცია გამართეს

გორის პოლიციის სამმართველოსთან, სადაც დაკავებული აქტივისტები, გიგა მაქარაშვილი და ბექა ბასილაია იმყოფებიან, მოძრაობა „სირცხვილიას“ წვერებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, გორი იყო "პირველი გაჩერება" თუმცა, ისინი ყველა იმ ქალაქში აპირებენ ჩასვლას, სადაც 18 ნოემბერს დაკავებული აქტივისტები იმყოფებიან. 

„ჩვენ ჩავალთ ყველგან, სადაც იმყოფებიან 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულები. ამით გვინდა მხარდაჭერა გამოვუცხადოთ მათ და ყველას დავანახოთ, რომ ამ ფორმით პროტესტს ვერ შეაჩერებენ. დააკავეს გიგა მაქარაშვილი, ბექა ბასილაია, ზუკა ბერძენიშვილი და სხვები, თუმცა, ჩვენ გარეთ ვართ და ამ პროტესტს ჩვენ გავაგრძელებთ. იმ შემთხვევაში, თუ მეც დამაკავებენ სხვები შეძლებენ გაპროტესტებას, ყველას ვერ დაგვაკავებენ“, - განაცხდა გორის პოლიციის იზოლატორთან „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა წევრმა თამარ კაკაბაძემ. 

გორის იზოლატორთან გამართული აქციის მოაწილეებმა 25 ნოემბერს დაგეგმილი აქციაც დააანონსეს და ხალხს პარლამენტთან მისვლისკენ მოუწოდეს. აქცია მოძრაობის ფეისბუკის გვერდზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. 

გიგა მაქარაშვილი და ბექა ბასილაია, რომლებიც გორის იზოლატორში იმყოფებიან, თბილისის საქალაქო სასამართლომ 21 ნოემბერს სამართალდამრღვევებად ცნო. გიგა მაქარაშვილს 12-დღიანი, ბექა ბასილიას კი, 13-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system