თავში

გორში 17 წლის გოგო მოიტაცეს

გორში 17 წლის გოგო მოიტაცეს
გორში 17 წლის გოგო მოიტაცეს

გორში 17 წლის გოგო მოიტაცეს.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია ფეისბუქზე.

"გუშინ გორში მოიტაცეს 17 წლის გოგო. პოლიცია მშობლებს ეუბნება: "რას ნერვიულობთ, შვილი გაგიბედნიერდათო." სასოწარკვეთილი მშობლები რეკავენ ყველგან: ჩვენთან, გენ.ინსპექციაში, პოლიციაში ხომ სხედან და სხედან და ასევე ითხოვენ მედიის ჩართვას.

ჰოდა, ჟურნალისტებო, აგერ თამუნა ლუკავა იცავს მათ ინტერესებს და მიმართეთ მას და დაგაკავშირებთ ოჯახთანაც.
ამ ამბავს ასე არ დავტოვებთ!
არც ერთ გოგოს არ დაგითმობთ გამტაცებლებს!"- 
წერს პატარაია.

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით შვიდიდან ათ წლამდე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system