თავში

გორში ახალგაზრდა კაცმა ცოლს სცემა

გორში ახალგაზრდა კაცმა ცოლს სცემა
გორში ახალგაზრდა კაცმა ცოლს სცემა

გორში ახალგაზრდა კაცმა ცოლზე იძალადა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო. ადგილზე გამოძახებულ იქნა პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

“ძალიან ხშირად ხდება ამ ოჯახში მსგავსი ძალადობის ფაქტები. გუშინ ისეთი ნაცემი იყო ეს ქალბატონი, რომ სახე სულ დასისხლიანებული ჰქონდა. ცხვირიდან და პირიდან სისხლის ნაკადი მოსდიოდა, ფაქტობრივად მთელი ღამე არ გვეძინა მეზობლებს", – განაცხადა დაშავებულის მეზობელმა.

Report.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყების პრესსამსახურის თქმით, მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system