თავში

გორში დაჭრილი 18 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

გორში დაჭრილი 18 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა
გორში დაჭრილი 18 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

18 წლის ირაკლი თედლიაშვილი, რომელიც 8 ივნისს, გორში მომხდარი ჩხუბის დროს დაშავდა, დღეს დილით გარდაიცვალა. ის ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებოდა. სამი თვის განმავლობაში ახალგაზრდას რამდენიმე ოპერაცია და სარეაბილიტაციო კურსი ჩაუტრდა. როგორც ოჯახის ადვოკატი აცხადებს, უახლოეს პერიოდში მორიგი ოპერაცია იგეგმებოდა. 

2020 წლის 8 ივნისს, გორში, რესტორან "ჟოზეფის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თარაშ კანდელაკმა შელაპარაკებისას 18 წლის თედლიაშვილს სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. თარაშ კანდელაკი ცნობილი ქართველი მოკრივის, გიორგი კანდელაკის შვილია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system