თავში

გორში, ენმ-ის კანდიდატის ვაჟი პოლიციამ წაიყვანა

გორში, ენმ-ის კანდიდატის ვაჟი პოლიციამ წაიყვანა
გორში, ენმ-ის კანდიდატის ვაჟი პოლიციამ წაიყვანა

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მერეთის თემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან ბიძინაშვილის ვაჟს, 23 წლის ლუკა ბიძინაშვილს ეძებენ. 

როგორც ლევან ბიძინაშვილი ჰყვება, "შკოდის" მარკის ავტომანქანით იყვნენ სოფელ კარბში მისულები, მისი შვილი იკითხეს, ვინაობის გარკვევის შემდეგ კი, ის მანქანაში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. 

"სოფელში, უბანში იყო გასული. მისმა მეგობარმა მითხრა, რომ პოლიციის მანქანა იყო, გვარი გამოკითხეს და ისე დააკავეს. ვურეკავ და არ იღებს ტელეფონს. დიდი ალბათობით, პოლიტიკური თემა იქნება, სხვა რა უნდა იყოს", - ამბობს ლევან ბიძინაშვილი. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამჟამად შიდა ქართლის სამხარეო პოლიციასთან არიან შეკრებილნი.

report.ge დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system