თავში

გორში კორონავირუსი კიდევ ერთ მედდას დაუდასტურდა

გორში კორონავირუსი კიდევ ერთ მედდას დაუდასტურდა
გორში კორონავირუსი კიდევ ერთ მედდას დაუდასტურდა

ჩატარებული ტესტირებისას, თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის მედდას ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. 

ინფიცირების აღნიშნული შემთხვევა ბოლო 24 საათში დადასტურებულ 23 შემთხვევას შორისაა.

გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის განყოფილების თანამშრომლებთან ერთად, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ინფიცირებულთან პირდაპირ და არაპირდაპირ კონტაქტში მყოფ პირთა დადგენა და დაწყებულია ღრმა ეპიდკვლევა.

,,სამედიცინო სფეროში დასაქმებულთა ინფიცირების მესამე შემთხვევა გვაქვს გორში, კოვიდინფექცია ჰოსპიტალის მედდას დაუდგინდა. დადგენილია ყველა კონტაქტი და მიმდინარეობს ეპიდკვლევა. აღებულია ნიმუშები და გაგზავნილია ლაბორატორიაში. რაც შეეხება წინა ორ შემთხვევას (ექიმს და მედდას), ყველა კონტაქტის დადგენის საფუძველზე ჩატარდა ღრმა ეპიდკვლევა და ინფიცირების ახალი ფაქტები არ დაფიქსირებულა“, – აცხადებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system