
გორში, სტალინის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. დაშავებული, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა "გორმედში" გადაიყვანა.
როგორც ექიმები აცხადებენ, პაციენტს ამ წუთებში შესაბამისი კვლევები უტარდება.
როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.