თავში

გორში მომხდარი ავარიისას 13 წლის მოზარდი მძიმედ დაშავდა

​გორში მომხდარი ავარიისას 13 წლის მოზარდი მძიმედ დაშავდა
გორში მომხდარი ავარიისას 13 წლის მოზარდი მძიმედ დაშავდა

გორში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული არასრულწლოვანი თბილისში გადაჰყავთ. ექიმების განცხადებით, 13 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. არასრულწლოვანს დაზიანებები თავის არეში აღენიშნება.

კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. დაშავებული მამაკაცი ადგილობრივ კლინიკაშია გადაყვანილი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system