თავში

გორში მოწამლულთა რაოდენობა გაიზარდა

გორში მოწამლულთა რაოდენობა გაიზარდა
გორში მოწამლულთა რაოდენობა გაიზარდა

გორში, სამედიცინო ცენტრ "იავნანაში" ბოლო 24 საათის განმავლობაში ინტოქსიკაციით 53 ბავშვი შეიყვანეს. როგორც report.ge-ს "იავნანაში" განუცხადეს, ამ დროისთვის კლინიკაში 26 ბავშვი რჩება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში შემოსული პაციენტები არა მხოლოდ ე.წ კომბინატის დასახლებიდან, არამედ ამჯერად, ქალაქის სხვადასხვა უბნებიდან და სოფლებიდანაც არიან.  

"ბოლო 24 საათის განმავლობაში კლინიკაში  ინტოქსიკაციით 53 ბავშვი შეიყვანეს. ამ 53 პაციენტიდან უმრავლესობას პირველადი დახმარება გაეწია და მათ დატოვეს უკვე კლინიკა. მთლიანობაში, კლინიკაში 26 ბავშვი რჩება, რომლებმაც ბოლო 3 დღის განმავლობაში მიმართეს კლინიკას. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა, გართულებები არცერთ ბავშვთან არ ფიქსირდება. გუშინ შემოსული პაციენტებიდან ყველა კომბინატის დასახლებიდან იყო, მაგრამ ახლა კომბინატის დასახლების გარდა, ბოლო 24 საათში შესული მოზარდები ქალაქის სხვა უბნებდან და სოფლებიდანაც არიან, რომლებსაც ქალაქის წყალთან კავშირი არ აქვთ, შესაბამისად რთულია ზუსტად იმის თქმა თუ რამ გამოიწვია ინტოქსიკაცია", - აცხადებენ კლინიკაში. 

გორში გაფართოებული მიკრობიოლოგიური კვლევების პასუხებს ელოდებიან. რამდენიმე საათში გახდება ცნობილი, რა გახდა გორში ბავშვების მასობრივი მოწამვლის მიზეზი. 

ინტოქსიკაციის სიმპტომებით 50-მდე ბავშვი გორის კომბინატის დასახლებიდან კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს

მოგვიანებით, გორის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორმა განაცხადა, რომ სკოლაში 230 მოსწავლე და 3 მასწავლებელი მოწამლვის გამო ვერ გამოცხადდა.

მოსახლეობა მოწამვლის მიზეზად სასმელ წყალს ასახელებს, რასაც კატეგორიულად გამორიცხავენ გაერთიანებულ წყალმომარგების კომპანიაში. მათი მტკიცებით, დაცულია სათავო ნაგებობაც და წყალსაც კვლევები ყოველდღიურ რეჟიმში უტარდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system