თავში

გორში სახლიდან გაუჩინარებული 17 წლის გოგო პოლიციამ იპოვა

გორში სახლიდან გაუჩინარებული 17 წლის გოგო პოლიციამ იპოვა
გორში სახლიდან გაუჩინარებული 17 წლის გოგო პოლიციამ იპოვა

როგორც Report.ge-სთვის გახდა ცნობილი, გორში, 17 წლის გოგო პოლიციამ იპოვა და სახლში დააბრუნა.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა სახლიდან შეყვარებულთან გაიპარა. 

გორის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 17 წლის გოგონას ადგილსამყოფელის დადგენას ოჯახი ორი დღე ცდილობდა.

ოჯახის ვერსიით, გოგონა, სავარაუდოდ, ცოლად მოყვანის მიზნით გაიტაცეს.

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 7-დან 10 წლამდე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system