თავში

გრიგოლ გეგელია იაღლუჯის მთიდან პარაპლანით გადმოხტა

გრიგოლ გეგელია იაღლუჯის მთიდან პარაპლანით გადმოხტა
გრიგოლ გეგელია იაღლუჯის მთიდან პარაპლანით გადმოხტა

"ლელოს" რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატი გრიგოლ გეგელია ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის ფარგლებში, იაღლუჯის მთიდან პარაპლანით გადმოხტა.

გეგელიას თქმით, იაღლუჯის მთა უნდა იყოს კარგი დასასვენებელი სივრცე და არა ის ხრიოკი რაც ახლა არის. 

"ჩემი ამ ქმედებით მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ „ლელოს“ აქვს ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის ყველაზე ამბიციური და ქმედითი გეგმა. ახალგაზრდულ ინიციატივებს  ხელი მაქსიმალურად სწორი პოლიტიკის მეშვეობით უნდა შევუწყოთ. იაღლუჯი გაცოცხლდება, იაღლუჯი გახდება ძალიან მაგარი დასასვენებელი სივრცე და არა ის ხრიოკი სივრცე, როგორიც დღეს არის",- განაცხადა გეგელიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system