თავში

გრიგოლია: ჩამყლაპა, შემოვიდა ტვინში, გულში...

გრიგოლია: ჩამყლაპა, შემოვიდა ტვინში, გულში...
გრიგოლია: ჩამყლაპა, შემოვიდა ტვინში, გულში...

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ნინო ხარატიშვილის გახმაურებული რომანის, "მერვე სიცოცხლის" შესახებ წერს და  აღნიშნული ნაწარმოების წაკითხვისკენ ყველას მოუწოდებს.

პოსტიდან ირკვევა, რომ ტელეწამყვანი შვებულებას ზღვაზე ატარებს. 

"ნინო ხარატიშვილის ,,მერვე სიცოცხლე,, ჩამყლაპა წიგნმა, შემოვიდა ტვინში, გულში... ვისაც არ წაგიკითხავთ, აუცილებლად წაიკითხეთ. საქართველოს საბჭოთა ოკუპაციას მთელი ემოციით შეგაგრძნობინებთ. ვისვენებ და ზღვაზე გასვლისთვისაც კი მენანება დრო, ისეთი მაგარი წიგნია" - წერს გრიგოლია. 

"მერვე სიცოცხლე" (ბრილკას) გერმანიაში მცხოვრები ქართველი მწერლის, დრამატურგისა და რეჟისორის, ნინო ხარატიშვილის გერმანულენოვანი რომანია, რომელიც ქართულად ითარგმნა. 

ამ რომანისთვის ავტორმა 2018 წლის გაზაფხულზე, გერმანიაში პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო – ბერტოლდ ბრეხტის პრემია მიიღო და ბესტსელერად იქცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system