თავში

გრიგოლია: თავს მოვიკლავ... არ დასრულდა პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟი

გრიგოლია: თავს მოვიკლავ... არ დასრულდა პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟი
გრიგოლია: თავს მოვიკლავ... არ დასრულდა პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟი

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია 2016 წლის პროცესებზე საუბრობს და მასზე განხორციელებული შანტაჟისა და მუქარის ფაქტებს იხსენებს: 

"არა და არ დამთავრდა ამ ქვეყანაში ამაზე საუბარი, არა და არ დამთავრდა ვიღაცების შანტაჟი პირადი ცხოვრების ფარულად გადაღებული კადრებით თუ მოსმენებით. წარმოუდგენელია უკვე, რამდენი ხანი შეიძლება ეს ყველაფერი იყოს სასაუბრო და შანტაჟის თემა. ეს არის ისეთი მძიმე თემა. მე პირველად 2011 წელს გავიგე, რომ რაღაც ჩემი პირადი ცხოვრების ფარულაად გადაღებული კადრები არსებობდა და კინაღამ მოვკვდი. 

შემდეგ, როდესაც უკვე 2016 წელს გამოუქვეყნეს ერთ-ერთ პოლიტიკოსს პირადი ცხოვრების კადრები და ამას მოყვა ჩემზე მუქარა, რომ წავიდეს ინგა გრიგოლია ტელევიზიიდან და ქვეყნიდან, მე ეჭვი არ შემპარვია, რომ ეს კადრები არსებობდა, რადგან ჯერ კიდევ 2011 წელს, წინა ხელისუფლების დროს ვიცოდი მისი არსებობის შესახებ. 

იცით ეს რა არის? ეს არის ადამიანის გაწირვა სიკვდილისთვის. როდესაც პირველად გავრცელდა ეს მუქარის ვიდეო, ჯერ გამიცხელდა თავი, პირველი ჩემი რეაქცია იყო, რომ ვაიმე, ინფარქტმა არ დამარტყას, მერე ვიფიქრე, ხომ არ ვკვდები, მერე ვიფიქრე, ახლა რა უნდა ვქნა. ანუ ეს არის პირველი შოკი, როცა გემუექრებიან. მაგრამ ეს გამიგრძელდა 1-2 დღე, ძალიან მალე გადავლახე მაგრამ, ჩემი პირველი რეაქცია იყო, რომ თავს მოვიკლავ. 

რადგან ამას წინ უძღოდა სხვების კადრების გავრცელება და მეგონა, რომ მეც თუ აღმოვჩნდებოდი მათ ადგილზე, თავს მოვიკლავდი. თუმცა ეს ძალიან ცოტა ხანს გამიგრძელდა" - თქვა გრიგოლიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system