თავში

გრიპის ვაქცინაცია ნოემბრიდან დაიწყება

გრიპის ვაქცინაცია ნოემბრიდან დაიწყება
გრიპის ვაქცინაცია ნოემბრიდან დაიწყება

" ნოემბრის პირველი რიცხვებიდან გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყება"- ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

გამყრელიძის განმარტებით წელს, წინა წელთან შედარებით, სახელმწიფომ ვაქცინის ორნახევარჯერ მეტი დოზა შეიძინა და 2019 წელს 100 000 ადამიანის აცრაა დაგეგმილი.

მისივე განცხადებით, შეძენილი ვაქცინები წინასწარ არის განაწილებული რისკჯგუფებზე.

"წელს მთელ მსოფლიოში ერთი თვით გადაიწია ვაქცინათა მოწოდებამ, რადგან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ერთი თვით გვიან გააკეთა პროგნოზი, თუ რა შტამები ცირკულირებენ ზამთარში. ამიტომ მწარმოებლებმა დაახლოებით ერთი თვით დააგვიანეს ოთხკომპონენტიანი ვაქცინის წარმოება. კონტრაქტის მიხედვით, 25 ოქტომბერს უნდა მოეწოდებინათ, მაგრამ ბოლო ინფორმაცია, რაც გუშინწინ მივიღეთ არის ის, რომ 29 ოქტომბერს მოგვაწვდიან აღნიშნულ ვაქცინას. ჩვენთან ეს 100 000 დოზა წინასწარ არის განაწილებული რისკჯგუფრბზე, ეს გახლავთ: ორსულები, მოხუცთა სახლები, ბავშვთა სახლები, სამედიცინო პერსონალი და ჯარი. შესაბამისად, ჩვენ ვეცდებით, რომ ნოემბრის პირველი რიცხვებიდანვე მოხდეს რისკჯგუფების ვაქცინაცია, შემდეგ ვნახავთ, როგორი იქნება მოთხოვნილება და როგორც შარშან, ალბათ გვექნება ე.წ.თავისუფალი დღეები, როდესაც უკვე არამარტო რისკ ჯგუფებს, არამედ მოსახლეობის ფართო ფენებსაც მოვუწოდებთ, რომ აიცრან. რა თქმა უნდა, აღნიშნული ვაქცინაცია იქნება უფასო",- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system