თავში

გრიპის ვაქცინის 10 000 დოზა ოკუპირებულ აფხაზეთს გადაეცა

გრიპის ვაქცინის 10 000 დოზა ოკუპირებულ აფხაზეთს გადაეცა
გრიპის ვაქცინის 10 000 დოზა ოკუპირებულ აფხაზეთს გადაეცა

გრიპის ვაქცინის 10 000 დოზა ჩვენ  აფხაზეთს გადავეცით, - ამის შესახებ  დაავადებათა კონტროლის  ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, დღევანდელი ინფორმაციით ქვეყანაში სულ 160 000 დოზა გრიპის ვაქცინაა დახარჯული.

"ჩვენ შევისყიდეთ 235 000 დოზა გრიპის ვაქცინა. როგორც მე მაქვს ინფორმაცია კერძო სექტორს,  60-70 000 დოზა ჰქონდა შესყიდული. დღევანდელი დილის მონაცემებით დახარჯულია 160 000 დოზა, მათ შორის, 10 000 დოზა ჩვენ გადავეცით აფხაზეთს. ასევე, აიცრა ქართული ჯარი და კიდევ სხვა რისკ ჯგუფები", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system