თავში

,,გთხოვთ, გაითვალისწინოთ" - "ჯორჯიან ეარვეისი" განცხადებას ავრცელებს

,,გთხოვთ, გაითვალისწინოთ" - "ჯორჯიან ეარვეისი" განცხადებას ავრცელებს
,,გთხოვთ, გაითვალისწინოთ - ჯორჯიან ეარვეისი განცხადებას ავრცელებს

ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მგზავრებს, რომლებმაც შეიძინეს ბილეთები ამსტერდამის მიმართულებით და ეკრძალებათ მოგზაურობა ნიდერლანდებში, შეუძლიათ დაუკავშირდნენ კომპანიის  გაყიდვების ოფისებს და მოითხოვონ თარიღის უფასო ცვლილება ან სხვა მიმართულებაზე გადაჯავშნა.

"ძვირფასო მგზავრებო!

ჰოლანდიის მთავრობის მიერ, 27 ოქტომბერს გამოცემულ ახალ NOTAM–თან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ ,,ჯორჯიან ეარვეისი" განახორციელებს ყველა რეგულარულ რეისს. ფრენები არ გაუქმდება.

მგზავრებს, რომლებმაც შეიძინეს ბილეთები ამსტერდამის მიმართულებით და ეკრძალებათ მოგზაურობა ნიდერლანდებში, შეუძლიათ დაუკავშირდნენ ჩვენს გაყიდვების ოფისებს და მოითხოვონ თარიღის უფასო ცვლილება, ან გადაჯავშნა სხვა მიმართულებაზე (სადაც მათ შესვლის უფლება ექნებათ). NOTAM მოქმედებს 10 ნოემბრამდე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამ დროიდან, წესები შესაძლოა შეიცვალოს, ამიტომ გთხოვთ, გაეცნოთ ქვეყანაში შესვლის რეგულაციებს. ჩვენი ფრენების განრიგი არ შეიცვლება, მისი ნახვა შეგიძლიათ ჩვენს ვებ – გვერდზე. დამატებით ინფორმაციისთვის გთხოვთ, მიმართოთ ჩვენს გაყიდვების ოფისებს," - ნათქვამია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system