თავში

გთხოვთ, მაქსიმალურად შეიკავოთ თავი სახლიდან გამოსვლისგან - კალაძე

გთხოვთ, მაქსიმალურად შეიკავოთ თავი სახლიდან გამოსვლისგან - კალაძე
გთხოვთ, მაქსიმალურად შეიკავოთ თავი სახლიდან გამოსვლისგან - კალაძე

ამ რთულ კონტექსტში, მინდა მივმართო თბილისელებს, ჩვენს მოსახლეობას, ვაჩვენოთ სოლიდარობის ის ძალა, რაც ამ ქალაქს ყოველთვის გამოარჩევს. დღეს სოლიდარობა გვჭირდება საკუთარი და სხვისი სიცოცხლის მოსაფრთხილებლად, ერთმანეთის ჯანმრთელობის დასაცავად. - ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერი ავრცელებს.

კახა კალაძის თქმით, გარდაუვლად და აუცილებლად უნდა დავიცვათ სპეციალისტების ყველა რეკომენდაცია.

"ვატაროთ პირბადეები, დავიცვათ სოციალური დისტანცია, დავიცვათ ჰიგიენის ნორმები.

განსაკუთრებით კი მინდა მივმართო ასაკოვან ადამიანებს, ასევე ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ჩვენს თანამოქალაქეებს - გთხოვთ, მაქსიმალურად შეიკავოთ თავი სახლიდან გამოსვლისგან. გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს და ამით გავუფრთხილდებით ერთმანეთსაც!

მჯერა, ერთობით, ერთმანეთის გვერდში დგომით შევძლებთ, როგორც ამ მსოფლიო გამოწვევასთან გამკლავებას, ისე პანდემიით გამოწვეული კრიზისის სწრაფად დაძლევას. მინდა, ყველას გისურვოთ ჯანმრთელობა",- განაცხადა კახა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system