თავში

გთხოვთ, ნუ უხდით ლაბორატორიების მაფიას ფულს - ფხაკაძე

გთხოვთ, ნუ უხდით ლაბორატორიების მაფიას ფულს - ფხაკაძე
გთხოვთ, ნუ უხდით ლაბორატორიების მაფიას ფულს - ფხაკაძე

ვაქცინაციის თუ გეშინიათ და რაიმე სახის ჯანმრთელობის პრობლემა გაქვთ, კონსულტაცია ოჯახის ექიმთან გაიარეთ. ძირითადად, 99%-ში ცუდი არაფერი მოხდება, რომც რაიმე გართულდეს, წესით, იქვე იქნება მომზადებული მედპერსონალი და ისინი უნდა დაგეხმაროთ - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ ფეისბუქ ლაივის დროს განაცხადა. 

მისი თქმით, რაიმე სახის ანალიზებისა და გამოკვლევების ჩატარებდა ვაქცინაციამდე საჭირო არ არის. 

"გთხოვთ, ნუ უხდით ლაბორატორიების მაფიას ფულს - არც ვაქცინაციამდე და არც შემდეგ არანაირი ტესტების გაკეთება არ არის საჭირო, თუ საამისოდ ექიმის განსაკუთრებული მითითება არ გაქვთ.

მე ფაიზერით ვიცრები, არც „ფაიზერის“ ხაჭაპურია ბოლომდე გამომცხვარი, მაგრამ რისკები არის ძალიან დაბალი, დაცულობა კი მაღალია. მაგალითად, მე რომ გავიკეთებ „ფაიზერს“ ივნისში, მეორე დოზას გავიკეთებ ივლისში. ვალიდურობა იქნება პირველი დოზიდან 6 თვე. 2 დოზის შემდეგ ვიქნები მე თვითონ დაცული და ყველაზე მთავარი, ვიქნები უსაფრთხო გარშემომყოფთათვის. არ მინდა ვიყო ვირუსის გავრცელების წყარო. დაახლოებით 10 ივლისიდან ვიქნები დაცული, ვაპირებ მოგზაურობას ევროპაში და შეიძლება, საქართველოშიც შემოვიარო,

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ფაიზერზე, ასტრაზენეკაზე, ჯონსონ და ჯონსონზე, მოდერნაზე უამრავი კვლევაა, რასაც ვერ ვიტყვით ჩინურ და რუსულ ვაქცინებზე.

ხომ არის გაჭირვებული დრო, როცა ლომბარდში ოქროს აბარებენ?! ეს დროა ახლა. მთავრობამ ყველაფერი უნდა გავაკეთოს, რომ კარგი ვაქცინა ჩაოვიტანოს.გითხარით, რომელიცაა კარგი ვაქცინა.

ვინც ვაქცინა გაიკეთეთ, გახსოვდეთ, რომ პირველი დოზიდან 1 თვე არ ხართ დაცული. ვინც აპირებთ აცრას, ჩემი რჩევაა, აცრამდე ერთი კვირით ადრე და აცრიდან ერთი კვირის განმავლობაში ალკოფოლი არ მიიღოთ, უმჯობესია, თუ 2 კვირა შეიკავებთ თავს, რადგან ალკოჰოლი იმუნიტეტს აქვეითებს.

ასევე გაფრთხილებთ, ერთი დოზის შემდეგ მეორე დოზაც აუცილებლად გაიკეთეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო დიდი პრობლემის წინაშე დადგებით..

რაც შეეხება მოგზაურობას - არ შეცდეთ, თქვენ შეძლებთ ევროპაში ჩამოსვლას, თუ აცრილი იქნებით ევროკავშირში აკრედიტებული ვაქცინით. ესენია: „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „მოდერმა“, „ჯონსონი და ჯონსონი“. დანარჩენი, რა ვაქცინასაც გაიკეთებთ, მხოლოდ მის მწარმოებელ ქვეყანაში შეძლებთ ჩასვლას" - აცხადებს ფხაკაძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system