თავში

"გუჩა კვარაცხელიას გარდაცვალება დიდი დანაკლისია" - მიხეილ ჩხენკელი

"გუჩა კვარაცხელიას გარდაცვალება დიდი დანაკლისია" - მიხეილ ჩხენკელი
გუჩა კვარაცხელიას გარდაცვალება დიდი დანაკლისია - მიხეილ ჩხენკელი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მწუხარებას გამოთქვამს ქართველი აკადემიკოსის, განათლების ყოფილი მინისტრის, გუჩა კვარაცხელიას გარდაცვალების გამო:

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ქართველი აკადემიკოსის, საქართველოს რესპუბლიკის განათლების ყოფილი მინისტრის გუჩა კვარაცხელიას გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებ მის ოჯახს, კოლეგებს, მეგობრებსა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს.

გუჩა კვარაცხელია მრავალი წლის განმავლობაში არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი და მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი გახლდათ. ის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და არაერთი მონოგრაფიის ავტორია. ამავდროულად, მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, სადაც არაერთი თაობა აღზარდა.

ყველასთვის პატივსაცემი და დამსახურებული პედაგოგი 2005 წლიდან დღემდე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის წევრი იყო. გარდა მეცნიერული საქმიანობისა, გუჩა კვარაცხელია წარმატებით ეწეოდა აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას. ის ავტორია არაერთი პოეტური კრებულისა და დრამატურგიული ნაწარმოებისა.

გუჩა კვარაცხელიას გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული სამეცნიერო საზოგადოებისათვის", - აღნიშნავს მინისტრი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system