თავში

გუდამაყარში კლდის ნაშალისგან ჩაკეტილი გზა გაწმინდეს

გუდამაყარში კლდის ნაშალისგან ჩაკეტილი გზა გაწმინდეს
გუდამაყარში კლდის ნაშალისგან ჩაკეტილი გზა გაწმინდეს

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში, ოშპიტელი-გუდამაყრის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, საავტომობილო მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მცხეთა-მთიანეთის მხარე ავრცელებს.

,,უხვი ნალექის გამო მთის კლდოვანი ფენა აღნიშნულ მონაკვეთზე 23 მარტს ჩამოიშალა, რამაც გამოიწვია საავტომობილო გზის ჩაკეტვა, შედეგად 22 სოფელი გარე სამყაროს მოწყდა.

შემთხვევის ადგილზე, ორი დღის განმავლობაში მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური. მძიმე ტექნიკის მეშვეობით დღეს საღამოს მოხდა გზის გაწმენდა.

 ადგილზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლების მიერ, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემის შემდეგ გადაწყდა.

რაც შეეხება ელექტრო-ენერგიას, რომელიც მთელი დღის განმავლობაში არ მიეწოდებოდა გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულს, დაბა გუდაურს, ფასანაურსა და მიმდებარე სოფლებს, ჭართალს,ხანდოს ხეობას, პრობლემა აღმოფხვრილია. 

ენერგო-პრო ჯორჯიას ჯგუფებმა მუშაობა დილიდან დაიწყეს.

სოფელ ზაქათკართან ძლიერი ყინულმოცვის (უხვი ნალექისა და ყინვის) გამო დაზიანებული მაღალი ძაბვის 110 კვ(საჰაერო) გადამცემი ხაზის აღდგენა დღის ბოლოს მოხერხდა.

უხვმა ნალექმა კლდის მასის ჩამოშლა გამოიწვია ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების: წიფორის, ხევშას და ჭიკაანის გზებზეც. ადგილზე გეოლოგები, სახელმწიფო რწმუნებული და დუშეთის მერი იმყოფებოდნენ. მძიმე ტექნიკის დახმარებით მოხდა ნაშალი მასის გატანა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ოშპიტელი-გუდამაყრის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, უხვი ნალექის გამო კლდოვანი ფერდობი ჩამოიშალა, რის შედეგადაც 22 სოფელი გარე სამყაროს იყო მოწყვეტილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system