თავში

გუდაურში, რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს

​გუდაურში, რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს
გუდაურში, რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს

გუდაურის სამაშველო სამსახურმა, დღეს დილით, ზვავში მოყოლილი რუსი ტურისტის ცხედარი იპოვა.

ცხედარს ამ დროისთვის შესაბამისი პროცედურები უტარდება.

მთის კურორტების განვითარების კომპანია გუშინ ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ტურისტების ჯგუფი გუდაურში, "საძელეს" მიმდებარე ტერიტორიაზე, აკრძალულ ზონაში შესაბამისი დამცავი აღჭურვილობის გარეშე სრიალებდნენ, რის შედეგადაც მოწყდა ზვავი. გუდაურის სამაშველო სამსახურმა მომხდარზე მყისიერი რეაგირება მოახდინა და 3 ადამიანი უვნებლად გამოიყვანა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system