თავში

გუგა ქაშიბაძემ ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა

გუგა ქაშიბაძემ ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა
გუგა ქაშიბაძემ ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა.

გუგა ქაშიბაძის გარდა COVID-19- ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ და რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, ლევან გოფოძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი დღეს დილიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე მედიკოსები აიცრებიან. ქვეყანამ AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system