თავში

გულგრილობა იყო ჩვენი მხრიდან - იუბილარი დუმილს არღვევს

გულგრილობა იყო ჩვენი მხრიდან - იუბილარი დუმილს არღვევს
გულგრილობა იყო ჩვენი მხრიდან - იუბილარი დუმილს არღვევს

გო­გო­ნა, რომ­ლის დაბადების დღის წვეულებაზე და­წყე­ბულ კონ­ფლიქტის შემდეგ 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი დაიღუპა, ამ­ბობს, რომ  მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გულგრილობა გამოიჩინეს.

რო­გორც გო­გო­ნა ტელეკომპანია "პირველთან" ინტერვიუში ამ­ბობს, ის არ აპი­რებს, ვინ­მეს ხელი და­ა­ფა­როს.

"არ მინ­და იმის თქმა, რომ მე არა­ფერ შუ­ა­ში ვარ, რად­გან შე­იძ­ლე­ბა ერთ ზარს შე­ეც­ვა­ლა ბევ­რი რამე, თუნდაც 112-ში რომ და­მე­რე­კა ან რამე ეგე­თი... გულ­გრუ­ლო­ბაც იყო ჩვე­ნი მხრი­დან, ალ­ბათ" - ამ­ბობს გა­ბე­ჩა­ვა.

ის იხ­სე­ნებს, რომ აგარაკზე მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას "გი­ორ­გი აშ­ვე­ლებ­და მათ და სა­ბურ­თა­ლო­ე­ლე­ბის მხა­რეს იდგა". 

"მე მა­და­ნა­შა­უ­ლე­ბენ ყვე­ლა­ფერ­ში, თით­ქოს ეს ყვე­ლა­ფე­რი წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი იყო... ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ იქ მყოფ რო­მე­ლი­მეს მსგავ­სი რამის გაკეთება შეეძლო. არც ერთ მათ­განს ხელს არ და­ვა­ფა­რებ და არ და­ვი­ცავ, ვინც დამ­ნა­შა­ვეა ამ ყვე­ლა­ფერ­ში" - ამ­ბობს გა­ბე­ჩა­ვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system