თავში

ექიმებმა მამაკაცს გაჩერებული გული აუმუშავეს

ექიმებმა მამაკაცს გაჩერებული გული აუმუშავეს
ექიმებმა მამაკაცს გაჩერებული გული აუმუშავეს

,,ჩვენმა ეკიპაჟმა კიდევ ერთი სიცოცხლე გადაარჩინა - ექიმებმა 50 წლის მამაკაცს გაჩერებული გული აუმუშავეს!", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე წერს. 

,,სასწრაფო დახმარებამ უგონოდ მწოლიარე პაციენტის გულ-ფილტვის რეანიმაცია მანამდე გააგრძელა, სანამ მისი გულისცემა არ აღდგა და მამაკაცმა სუნთქვა არ დაიწყო. წარმატებული რეანიმაციის შემდეგ, უფროსმა ექიმმა მარინე გელაშვილმა, უმცროსმა ექიმმა ელგუჯა ნანობაშვილმა და მძღოლმა გია ქონიაშვილმა უკვე სტაბილური პაციენტი კლინიკაში შემდგომი მკურნალობისთვის გადაიყვანეს. ვულოცავ ეკიპაჟის წევრებს კიდევ ერთ გამარჯვებას",  - წერს ავთანდილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system