თავში

გული ლამის გამიჩერდა, მივხვდი, რომ კარგი ამბავი არ ხდებოდა - ელისო კილაძე

გული ლამის გამიჩერდა, მივხვდი, რომ კარგი ამბავი არ ხდებოდა - ელისო კილაძე
გული ლამის გამიჩერდა, მივხვდი, რომ კარგი ამბავი არ ხდებოდა - ელისო კილაძე

ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში ცრურწმენების შესახებ პოსტს აქვეყნებს: 

"არეული იყო აპრილი...ეტყობოდა ჩემს განწყობასაც

ჯერ იყო და ჩემმა მეგობარმა მომწერა-წუხელ ჩემს ოთახში ორქიდეა გარდაიცვალა და ვერ ვიტირეო...გულმა რეჩხი მიყო...

არ მომეწონა ...

ახალ სახლში რაც გადავედი(გადასვლამდეც) ლიფტი ,დიდი სარკით რაღაცნაირად ნათელი და საკრალური ადგილი გახდა ჩემთვის,ავდიოდი თუ ჩამოვდიოდი,ვუღიმოდი ჩემს თავს სარკეში ,ფოტოებს ვიღებდი და ვაგზავნიდი.დიდი შედევრები არ იყო,მაგრამ მომწონდა...

25 აპრილს ლიფტში შევედი და სარკის ნაცვლად დიდი შავი სიცარიელე დამხვდა.

გული ლამის გამიჩერდა...მივხვდი რომ კარგი ამბავი არ ხდებოდა...

ბებიაჩემი ამბობდა,სარკის გატეხვა ცუდის ნიშანიაო და ეს ცრურწმენა(ან რწმენა) დღემდე მომყვება.

ამიტომაც მიყვარდა განსაკუთრებით ლიფტის დიდი,ბრდღვიალა სარკე!

ჰოდა,მას მერე გავიდა თვეზე მეტი-შევდიოდი ლიფტში და არ იყო სარკე,არ იყო ნათელი და იყო შავი დაფა.

ჩემი ყოველი დღე იწყებოდა კითხვით-როდის გაკეთდება სარკე?

არ ვიცი,-მხრებს იჩეჩდა დაცვა და აშკარად ფიქრობდა,რა აიკვიატა ამ ქალმაო...

თვეზე მეტი ავდიოდი და ჩავდიოდი თავდახრილი,არც დაფას ვუყურებდი და არც ვიღიმოდი...

ერთ დღეს შავის ნაცვლად,ყავისფერი დაფა დამხვდა სამაგრებით-მესამე დღეს ბრდღვიალა სარკე.

ჰოდა,მას მერე ისევ მიხარია ლიფტში შესვლა და მოგაბეზრეთ თავი ჩემი სელფებით.

დიდი იმედი მაქვს ერთ დღესაც ორქიდეა ხელახლა აყვავდება.

p.s.თუ სურვილი გაქვთ,თქვენს ცრურწმენებზე მომიყევით" - წერს კილაძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system