თავში

,,გულის უეცარი გაჩერებით გარდაიცვალა" - ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

,,გულის უეცარი გაჩერებით გარდაიცვალა" - ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
,,გულის უეცარი გაჩერებით გარდაიცვალა - ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ლაგოდეხში, მამაკაცის გარდაცვალების შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, 71 წლის მამაკაცს კორონავირუსი ჰქონდა დადასტურებული და შესაბამის მკურნალობას გადიოდა, თუმცა, დღეს, გულის უეცარი გაჩერებით გარდაიცვალა.

,,უპირველეს ყოვლისა, მწუხარებას გამოვთქვამთ დღეს ლაგოდეხში კოვიდდადასტურებული მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

გვსურს, საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ აღნიშნული სამწუხარო შემთხვევის შესახებ და ცალსახად განვმარტოთ, რომ მამაკაცი შესაბამის სამედიცინო მკურნალობას ლაგოდეხის „არქიმედეს კლინიკაში“ გადიოდა. ზემოაღნიშნული კლინიკა გახლავთ COVID-19-ის სახელმწიფო მართვაში ჩართული დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელია თითოეული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ 71 წლის მამაკაცს, გარდა COVID-19-ისა, ასევე ჰქონდა გულის იშემიური დაავადება. ის კლინიკაში 23 ოქტომბერს მოთავსდა, რის შემდეგაც მედიცინის მუშაკებმა ყველაფერი გააკეთეს პაციენტის გადასარჩენად, თუმცა სამწუხაროდ, მამაკაცი დღეს, 28 ოქტომბერს, გულის უეცარი გაჩერებით გარდაიცვალა.

კიდევ ერთხელ ვიზიარებთ გარდაცვლილის ოჯახის მწუხარებას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system