თავში

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ბატონი რეზოს ოჯახს - პრემიერი

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ბატონი რეზოს ოჯახს - პრემიერი
გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ბატონი რეზოს ოჯახს - პრემიერი

ძალიან დამწყვიტა გული თვალსაჩინო პოეტის რეზო ამაშუკელის გარდაცვალებამ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი წერს. 

"სამშობლოსა და ადამიანის სიყვარულით აღსავსე, განუმეორებელი ხელწერით შექმნილი მისი პოეზია ჩვენი ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი შენაძენია. ამავე დროს იგი იყო თავისი ქვეყნის საუკეთესო მოქალაქე. ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქიდან მოყოლებული, სიცოცხლის ბოლო წუთამდე, ბატონი რეზოს უკომპრომისო საზოგადოებრივი პოზიცია სამაგალითოა ყველა ჩვენგანისთვის.ამ მძიმე წუთებში თანადგომას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ბატონი რეზოს ოჯახს და მთელ საქართველოს" - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის სამძიმარის ტექსტში.

პოეტი რეზო ამაშუკელი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system