თავში

,,გუნდის ყველაზე უმცროს წევრს სტიპენდია დაენიშნება" - კეკელიძე

,,გუნდის ყველაზე უმცროს წევრს სტიპენდია დაენიშნება" - კეკელიძე
,,გუნდის ყველაზე უმცროს წევრს სტიპენდია დაენიშნება - კეკელიძე

ლანჩხუთის ქალ ფეხბურთელთა გუნდის ყველაზე უმცროს წევრს ,,გურული დღიურების" ფონდის სტიპენდია დაენიშნება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე წერს.

,,ლანჩხუთის ქალ ფეხბურთელთა გუნდის ყველაზე უმცროს წევრს, 16 წლის ანა გობრონიძეს, დღეიდან გურული დღიურების ფონდის სტიპენდიას დავუნიშნავთ. ანა უნიჭიერესი სპორტსმენია, ამასწინ ეროვნულ ლიგაში გოლიც კი გაიტანა. დედამისი, ისევე როგორც უამრავი სხვა მშობელი, იტალიიდან ადევნებს თვალს შვილის წარმატებას და დარწმუნებული ვარ, ეს წარმატება ძალიან, ძალიან დიდი იქნება", - წერს კეკელიძე.

ცნობისთვის, "ლანჩხუთი" პირველი ქართული საფეხბურთო კლუბია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system