თავში

გურამიშვილზე აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

გურამიშვილზე აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება
გურამიშვილზე აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

გურამიშვილის გამზირზე ბუნებრივი აირის დაგროვებით გამოწვეული აფეთქების შედეგად დაზიანებულ კროპუსში გამაგრება-რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. როგორც report.ge-ის კოპრესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, კორპუსში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ტერიტორიაზე კონტრაქტორი კომპანიის, დაცვის პოლიციისა და ნაძალადევის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები იმყოფებიან. ტერიტორია კვლავ ყვითელი ლენტითა და ჯებირითაა შემოსაზღვრული, შენობაში მაშველების გარეშე შესვლა აკრძალულია. 

გლდანი-ნაძალადევის გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, ამ ეტაპზე ლაბორატურიული კვლევა კორპუსის მდგაროდაბსთან დაკავშირებით არ დასრულებულა, თუმცა, წინასწარი მონაცემებით, შენობა ავარიული არ არის.   

"კომპანიის წარმომადგენლები პოლიციასთან ერთად მუშაობენ, რათა რაიმე ფორმით არ შეუშალონ გამოძიებას ხელი. კორპუსი ავარიული არ არის და ოჯახების უმეტესობა მალე შეძლებს სახლში დაბრუნებას, ხოლო იმ სართულებზე, რომელზეც აფეთქებამ ნგრევა გამოიწვია ოჯახები დროებით სასტუმროდან ქირით გადავლენ, თანხას გამგეობა აანაზღაურებს. ასეთი დაახლოებით 15 ოჯახია, კორპუსის მდგრადობის შესახებ ექსპერტიზის პასუხი დაახლოებით ერთ კვირაში გახდება ცნობილი" - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა თათია ელისაშვილმა.

report.ge სასტუმროში დაბინავებულ ოჯახებსაც ესაუბრა. მთი თქმით, ნივთების ასაღებად ხვალ კიდევ ერთხელ შევლენ საკუთარ ბინებში. 

"ნაძალადევის გამგეობასთან თითქმის ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს. გვპირდებიან, რომ დაახლოებით 28-ში შევძლებთ სახლებში დაბრუნებას, რამდენჯერმე მოგვცეს ნივთების აღების უფლება ხვალაც შევძლებთ მეთვალყურეებთან ერთად შესვლას" - აცხადებენ დაზარალებულები. 

19 ოქტომბერს, გურამიშვილის გამზირზე, #34-ში მდებარე კორპუსში, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად ძლიერი აფეთქება მოხდა. ჩამოინგრა კოპრუსის ოთხი სართული. დაშავებული ოთხი პირიდან სამი უკვე გაწერეს კლინიკიდან, ხოლო იმ პირის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც, სავარაუდოდ, წყლის გამაცხელებელი აფეთქდა, ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა. მას სხეულის 60 პროცენტი აქვს დამწვარი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system