
მსახიობი გიორგი გურგულია, რომელსაც ბრალად საკუთარ მეუღლეზე ძალადობა ედება აცხადებს, რომ ცოლს ხელით არ შეხებია.
მისი თქმით, მსახიობის მეუღლე საჩივრის დაწერას უკვე ნანობს.
„გამოძიება მედავება ცოლის შეგინებას, ხელით არ შევხებივარ. მომეშალა ნერვები, ჩემი ნაჩუქარი ტელეფონი ჰქონდა და ვუთხარი მომეცი-მეთქი, არ მოგცემ/მოგცემ, ბოლოს თავის ხელით გადმომცა, გამოვართვი და მაგაზე მიჩივლა, ეგ იყო მიზეზი და გამწარებულზე, რაღაც სისულელე დაწერა, რასაც ახლა ნანობს. ყველაფერს ესწრებოდა ჩემი მეგობარიც, მეზობლებიც და იქ არაფერი კონფლიქტი არ მომხდარა. სასამართლოს ეხვეწება, რომ არ მინდოდა ჩემი ქმარი დაეჭირათო და უბრალოდ გამწარება მინდოდაო," - განაცხადა გიორგი გურგულიამ.