თავში

გურიაში ახალგაზრდა კაცი სახლის სახურავიდან გადმოხტომით იმუქრებოდა

გურიაში ახალგაზრდა კაცი სახლის სახურავიდან გადმოხტომით იმუქრებოდა
გურიაში ახალგაზრდა კაცი სახლის სახურავიდან გადმოხტომით იმუქრებოდა

ოზურგეთში ახალგაზრდა მამაკაცი სახლის სახურავზე იყო ასული და გადმოხტომით იმუქრებოდა. 

რამდენიმე საათის განმავლობაში მასთან კომუნიკაციის დამყარებას ცდილობდნენ ოჯახის წევრები და ახლობლები. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, ასევე სასულიერო პირებიც. 

26 წლის მამაკაცი დაახლოებით 2 საათის შემდეგ ჩამოვიდა და ახლობლებს სახლში გაყვა. 

“ალბათ, მოინანია და ჩამოვიდა, ასეთი ცოდვა რა ჰქონდა, სახურავზე რომ ავიდა და გადმოხტომას აპირებდა. ძალიან იყოჩაღეს მაშველებმა. მღვდლებიც იყვნენ, დედა ემუდარებოდა შვილს, ჩამოდიო”,- ამბობენ “გურია ნიუსთან” თვითმხილველები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system