თავში

გურიაში დაკარგული გოგო სახლში დაბრუნებაზე უარს ამბობს

გურიაში დაკარგული გოგო სახლში დაბრუნებაზე უარს ამბობს
გურიაში დაკარგული გოგო სახლში დაბრუნებაზე უარს ამბობს

17 წლის გოგო, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, პოვნის შემდეგ სახლში დაბრუნებაზე უარს აცხადებს. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონამ ჩვენებაში აღნიშნა, რომ ის ოჯახური ძალადობის მსხვერპლია და მასზე მამა სისტემატიურად ძალადობდა.

ძალადობის ფაქტს გოგონას დედა კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მამა-შვილს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. 

"გამორიცხულია არანაირი ძალადობა ოჯახში არ ყოფილა, მამა-შვილს კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ბავშვს ყველა სურვილს უსრულებდა. ტელეფონის დამტვრევასთან დაკავშირებით გამოძიების ინტერესებიდან ამომდინარე ვერაფერს გეტყვით, ამას ვერც ვადასტურებ და ვერც უარვყოფ, არ ვიცი უბრალოდ. მე გამოვრიცხავ რომ ჩემი მეუღლე, ჩემს შვილზე ძალადობდა, ოჯახში ძალადობა არასდროს არ ყოფილა. ამ საქმესთან დაკავშირებით, ჩემი მეუღლე მთელი დღეა დაკითხვაზე იმყოფება", - განაცხადა გოგონას დედამ იამზე სურმანიძემ. 

ცნობისთვის, ოზურგეთში დაკარგული გოგო 21 აპრილს იპოვეს. 17 წლის გოგოს გურიასა და აჭარაში სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system