თავში

გურიაში რეკრეაციული და საპარკო ინფრასტრუქტურა განახლდება

გურიაში რეკრეაციული და საპარკო ინფრასტრუქტურა განახლდება
გურიაში რეკრეაციული და საპარკო ინფრასტრუქტურა განახლდება

გურიაში პროგრამის "განახლებული რეგიონების" ფარგლებში, ურბანული განვითარებისთვის სპეციალურმა კომისიამ კონკრეტული არეალები შეარჩია. კომისიის სხდომაზე, რომელიც ოზურგეთში გაიმართა, რეკრეაციული, საპარკო და სხვა სახის ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს. 

მას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი სახოკია და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ახალი პროგრამის ფარგლებში ოზურგეთში კულტურისა და დასვენების პარკი, ასევე მისი მიმდებარე ტერიტორია რეაბილიტირდება, ჩოხატაურში ცენტრალური მოედნის მოწყობა და დუმბაძის ქუჩის მოწესრიგება გადაწყდა, ლანჩხუთში კი დაიგეგმა ცენტრალური მოედნის, ცენტრალური პარკისა და საავტომობილო მაგისტრალიდან ლანჩხუთში შესასვლელი კვანძის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია.

გურიის შემდეგ კომისიის სხდომა აჭარაში, ხოლო მომდევნო კვირიდან კი აღმოსავლეთ საქართველოში გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system