თავში

გურიის გუბერნატორი ჩინური წარმოების ვაქცინით აიცრა

გურიის გუბერნატორი ჩინური წარმოების ვაქცინით აიცრა
გურიის გუბერნატორი ჩინური წარმოების ვაქცინით აიცრა

გურიის გუბერნატორი, გიორგი სახოკია ჩინური წარმოების "სინოფარმის" ვაქცინით აიცრა.  მისი თქმით, ის ერთ-ერთი პირველია გურიაში, რომელმაც ჩინური ვაქცინა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაცია გუბერნატორის ოფიციალურ Facebook გვერდზე გავრცელდა.

გუბერნატორმა მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ იმუნიზაციის პროცესი პანდემიის სწრაფად დამარცხების მთავარი გასაღებია.

"დღეს ოზურგეთის კლინიკა ,,მედალფაში” ,,სინოფარმის” ვაქცინა გავიკეთე. სარეგისტრაციო პორტალის გახსნისთანავე დავრეგისტრირდი და ერთ-ერთი პირველი აღმოვჩნდი, ვინც გურიის მხარეში ,,სინოფარმის” ვაქცინით აიცრა. თავს ვგრძნობ მშვენივრად და მოვუწოდებ მოსახლეობას, გამოიჩინონ მეტი აქტიურობა, რადგან ვაქცინაცია არის პანდემიის სწრაფად დამარცხების მთავარი გასაღები, ასევე, ქვეყანაში არსებული შეზღუდვების შემსუბუქების მთავარი ინდიკატორი", - განაცხადა სახოკიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system