თავში

გურჯაანში ყველისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართა

გურჯაანში ყველისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართა
გურჯაანში ყველისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართა

გურჯაანმა ყველისა და კულინარიის ფესტივალს უმასპინძლა. ახტალას პარკში გამართული ღონისძიება ქართული ტრადიციული სამზარეულოს პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა განაცხადა, ფესტივალი ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის განვითარებასაც.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 50-ზე მეტი სახეობის როგორც ტრადიციული, უძველესი რეცეპტებით დამზადებული ქართული ყველის სახეობები, ასევე საქართველოში წარმოებული ევროპული, ბრენდირებული ყველის ანალოგები. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ და შეეძინათ ქართული ყველი და ყველისგან წარმოებული პროდუქტი, სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინო, ნუგბარი და სხვა ადგილობრივი წარმოების პროდუქცია.

ფესტივალის ფარგლებში, ყველის მწარმოებლებმა და ქართველმა და უცხოელმა შეფმზარეულებმა ჩაატარეს მასტერკლასები, სადაც სტუმრებს ყველისა და კერძების მომზადების ტექნოლოგიები გააცნეს. გაიმართა ხინკლის მოხვევის შეჯიბრი, რომელშიც კულინარიული კონკურსის Bocuse d’Or ფინალისტები მონაწილეობდნენ.  

ფესტივალის ფარგლებში საწარმოებმა და მზარეულებმა სტენდები, გამოფენები და მასტერკლასები წარმოადგინეს. შეჯიბრი გაიმართა ხინკლის მოხვევაშიც.

ღონისძიება ბავშვთა გასართობ პროგრამებს, საბავშვო კულინარიისა და ხატვის კუთხეებსაც მოიცავს. ფესტივალი კულინარიული შოუთი დასრულდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system