თავში

გუშინ ძმის მიერ მოკლული ბიჭი გიორგი შაქარაშვილის მეგობარია

გუშინ ძმის მიერ მოკლული ბიჭი გიორგი შაქარაშვილის მეგობარია
გუშინ ძმის მიერ მოკლული ბიჭი გიორგი შაქარაშვილის მეგობარია

ცნობილია ახალგაზრდა ბიჭის ვინაობა, რომელიც თბილისში საკუთარმა ძმამ მოკლა. მოკლული, ახალგაზრდა ფეხბურთელი მიშო ახლოურია. 

სასიკვდილო ჭრილობები მიშო ახლოურს 21 წლის ძმამ მიაყენა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, მიზეზი ურთიერთშელაპარაკებაა.

დაპირისპირება ძმებს შორის გვიან ღამით დაიწყო. დაჭრილი გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მალევე გარდაიცვალა. 

როგორც მიშო ახლოურის სოციალური ქსელიდან ირკვევა, ის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ახლო მეგობარი იყო. 

შეგახსენებთ, თბილისში, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გარდაცვლილის ძმა ცხელ კვალზე დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დადგინდა, რომ ბრალდებულმა ძმას - 2001 წელს დაბადებულ მ.ა.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system